სპეცოპერაცია ზუგდიდში

უგულავა მძევლებთან ჩანაცვლებაზე: ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი, სხვისას ხო არა, რა იყო საღლიცინო

რაც ვთქვი გუშინ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ეს რომ გამოსულიყო, თქვენ, რა, ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე მზად ვიყავი და ამას ვიზამდი? ამიტომ, ვისაც პოპულიზმი ჰგონია, პოპულიზმი არის, როცა ვიღაც რაღაცას იტყვის და იქიდან არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ ერთი პროცენტი არსებობს, რომ გამოვიდეს, მაშინ ეს რისკია და მე, ბუნებრივია, ამ რისკს გავიღებდი. თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამე პოლიტიკოსს მოენდომებინა? რა? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი. რა არის აქ საღლიცინო და რა არის აქ საპოპულიზმო?

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პალიტრანიუსის ეთერში. უგულავამ გუშინ თქვა, რომ მზად იყო საქართველოს ბანკში, ყაჩაღის მიერ აყვანილ მძევლებს ჩანაცვლებოდა.

კომენტარები