სპეცოპერაცია ზუგდიდში

ოქრუაშვილი ზუგდიდზე: სახელმწიფოს მხრიდან ფულის გადახდა ნიშნავს სისუსტის გამოვლინებას

გუშინდელი უმოქმედობა ხელისუფლების 8 საათის განმავლობაში, იყო იმის შედეგი, რომ ივანიშვილმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ისიც, რომ თანხა გაატანეს, ეს მისი სტილია. 

ყველა ადამიანი შეიძლება იყოს იმავე სიტუაციაში და მან შეიძლება გადაიხადოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე. სახელმწიფო არ უნდა იხდიდეს, მისი მხრიდან ფულის გადახდა ავტომატურად ნიშნავს სისუსტის გამოვლინებას და წახალისებას იმის, რომ ხვალ შეიძლება იგივე იყოს. 

ამბობს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში. ზუგდიდში, საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მას 500 000 დოლარი გადაუხადეს.

კომენტარები