სპეცოპერაცია ზუგდიდში

მდინარაძე: 1%-ს და 10%-ს იმასაც ვუშვებ, რომ კვარაცხელიას ბანკში ყოფნა დამთხვევა იყოს

ფაქტებზე ვილაპარაკოთ, აღმოჩნდა ადამიანი გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის უახლოესი მეგობარი, რომელზეც ნიკა გვარამიამ თქვა რომ არ იცნობს, დავარქვათ ამას დამთხვევა, მაგრამ ეს დამთხვევა არსებობს. ეხლა ეს დამთხვევაა თუ არა შემდეგ დღეებში ვარჩიოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასე აღმოჩნდა - ზუგდიდში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიური მთელი თავისი არსით, მოქმედებებით, კონკრეტული პოსტებით, გვარამიას ოჯახის წევრებთან ახლობლური კავშირით, მერიაში მუშაობით მაშინ, როდესაც მისი ხელმძღვანელი უგულავა იყო, აღმოჩნდა იქ, [ბანკში] ეხლა ეს შემთხვევითი იყო თუ არა, ვიღაცას აქვს უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი ფეისბუკში, დღეს მე თუ მკითხავთ, ამაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ ამას თავი დავანებოთ, ეს ფაქტი შედგა. 

უამრავი ჭორ-მართალი მოყვება. ამაზე ფეისბუკში თუ სოციალურ ქსელში, ტელევიზიებში აქცენტი გაკეთდა და ფაქტი აღინიშნა. შენ, ადამიანს, რომელიც გამოდიხარ და სხვა რაღაცებისთვის იყენებ, ხალხის გასაგიჟებლად, სიტუაციის დასაძაბად, ასარევად, ქაოსისთვის იყენებ კრიმინალურ ქეისს, უმძიმეს ქეისს, საპოლიციო მოქმედებები რომ არ დამთავრებულა, ამ დროს რომ გიკვირს, ვიღაცამ თქვა, ეს კაცი როგორ აღმოჩნდა იქ, რაშია საქმეო, ამაშია შეუსაბამობა, სხვა კი არაფერი. მე 1 პროცენტს და 10 პროცენტს იმასაც ვუშვებ, რომ ეს დამთხვევა იყოს.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ იმედის ეთერში ზუგდიდის ბანკში თავდამსხმელი მიერ დატყვევებულ ირაკლი კვარაცხელიაზე ისაუბრა.

კომენტარები