სპეცოპერაცია ზუგდიდში

ქეთი დოლიძე ბონდო მძინარაშვილს 100000000000%!!!!!-ით ეთანხმება

Keti dolidze/Fb.com

რეჟისორი ქეთი დოლიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს, ბონდო მძინარაშვილს ფეისბუქზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიაში 100000000000%!!!!!-ით ეთანხმება.

ბონდო მძინარაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე ზუგდიდში, ბანკის შენობაში მძევლად აყვანილი ადამიანები "ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის" მონაწილეებად მოიხსენია. მძინარაშვილის ნააზრევს კი რეჟისორი სტატუსის კომენტარებში 100000000000%!!!!!-ით მიემხრო.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია რამდენიმე მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. ეს სამთავრობო მედიის, TV იმედის კადრებში ჩანს.

ერთერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ სამი კაცის გარდა, ყველა გამოუშვეს, – "პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში".

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები