2020 წელს გარდაცვლილები

81 წლის ასაკში ინგლისელი მუსიკოსი სპენსერ დევისი გარდაიცვალა

Pitchfork

81 წლის ასაკში ინგლისელი კომპოზიტორი, გიტარისტი და მომღერალი, სპენსერ დევისი პნევმონიით გარდაიცვალა.

დევისი როკ ბენდის The Spencer Davis Group-ის დამფუძნებელი და ლიდერი იყო. 1966 წელს ჯგუფის მიერ ჩაწერილმა ჰიტმა Keep On Running-მა ჩარტებიდან ლეგენდარული The Beatles-ი გამოაგდო. დევისმა იმავე წელს წერილი მიიღო.

"გილოცავთ პირველ ადგილზე გასვლას. The Beatles". – ეწერა წერილში.

ბენდთან ერთად დევისმა შვიდი სტუდიური ალბომი გამოუშვა. სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ბობ მარლისა და რობერტ პალმერის ალბომების ჩაწერაში.

კომენტარები