საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
21 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.





