არჩევნები 2020

ოქრიაშვილი: ოცნებამ სიაში ჩასმა შემომთავაზა, მე თავისუფლებას არ დავკარგავდი და უარი ვთქვი

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული წესით კენჭისყრა არ შემომთავაზა, სიაში ადგილზე იყო საუბარი, რაზეც უარი განვაცხადე, ისეთი წინადადება მივიღე, რომელიც გაგდების ტოლფასი იყო. ოცნებიდან მე არ წავსულვარ. მქონდა განცხადებებიც, რომ თუ შემომთავაზებდა ქართული ოცნება მაჟორიტარად კენჭისყრას, მივიღებდი ამ წინადადებას. მათ ეს არ შემომთავაზეს, შემომთავაზეს სია, ეს იყო თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. მე თავისუფლებას არ დავკარგავდი, ამიტომ უარი ვთქვი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში - რეზიუმე.

კომენტარები