კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: არ გვინდა ჯარიმების ენა, პოლიცია მთელი დღე ხალხს პირბადის სწორად ტარებას სთხოვს

პირბადის ტარების წესი არის საკმაოდ მარტივი, საკმაოდ ნათლად არის ეს ყველაფერი გაწერილი და არ ვფიქრობ, რომ აქ რამე დავაკელით, მათ შორის, საზოგადოების ინფორმირების ნაწილში.

ელემენტარულად ვეუბნებით, რომ პირბადე უნდა გაიკეთო დახურულ სივრცეში, მაგრამ აქ იგულისხმება პირბადის ტარება ცხვირზეც და პირზეც, და არამხოლოდ ცხვირზე ან არამხოლოდ პირზე.

მაგალითად, დღეს, პოლიცია რესურსს... რადგან ამის საჭიროება დადგა, ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოსახლეობაზე იზრუნონ, პოლიცია მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორად უკეთიათ პირბადე, ელემენტარულად მიუთითონ, არ გვინდა, ადამიანებს ჯარიმის ენით ველაპარაკოთ, აღარ უნდა იყოს დღეს ამის საჭიროება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი მაესტროს ეთერში. კანონმდებლობით, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარით ჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 26 მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები