2020 წელს გარდაცვლილები

58 წლის ასაკში რობერტ რედფორდის შვილი, რეჟისორი ჯეიმს რედფორდი გარდაიცვალა

People

58 წლის ასაკში, დოკუმენტალისტი რეჟისორი და პროდიუსერი, მსახიობ რობერტ რედფორდის შვილი, ჯეიმს რედფორდი ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა.

რედფორდმა კარიერა, როგორც პროდიუსერმა 90-იან წლებში დაიწყო. გადაღებული აქვს 9 სრულმეტრაჟიანი ფილმი. მუშაობდა დოკუმენტურ ჟანრში. 1999 წელს მიღებული აქვს ჩიკაგოს ალტერნატიული ფილმების ფესტივალის პრიზი.

"რობერტი შვილის დაკარგვამ გაანადგურა". – ამბობს 84 წლის მსახიობისა და რეჟისორის პუბლიცისტი, სინდი ბერგერი.

რეჟისორის სიკვდილს, მარველის კინოსამყაროში ჰალკის როლის შემსრულებელი, მარკ რაფალო სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხაროა. ამ წელიწადმა კიდევ ერთი კარგი, კეთილი და დიდებული ადამიანი შეიწირა". – წერს რაფალო. 

 

კომენტარები