კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ენმ-ის აქციაზე: გამართულიყო, მაგრამ რა იქნებოდა, ნიღაბი ჰქონოდა ყველას?

არჩევნები, რა თქმა უნდა, ზრდის რისკს ერთი მიზეზის გამო - საარჩევნო კამპანიაა ძალიან აქტიურ სტადიაში და საარჩევნო კამპანია, მათ შორის, მოიცავს ხალხმრავალი შეკრებების საჭიროებას. ამისი მაგალითი გქონდათ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება გაიმართა ისე, რომ არ იყო დაცული ელემენტარული ზომები.

რა იქნებოდა, ზუსტად ისეთი შეკრება გამართულიყო, მას ისეთივე შედეგი ექნებოდა პარტიის მხარდამჭერებისთვის, ოღონდ ნიღაბი ჰქონოდა ყველას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბათუმში ენმ-ის მხარდამჭერ აქციაზე.

კომენტარები