ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით. ვთქვით ბევრჯერ, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერი არაა, ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ უკვე, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა მცხეთაში და ა.შ. ამის კეთება არ შეიძლება! ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს! ამ შეკრებების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ.
კორონავირუსი საქართველოში
გამყრელიძე: ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში, ვეთამაშებით ცეცხლს
tbl.ge/55si
დაკოპირდა

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. 16 ოქტომბრიდან, კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდა.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება




