კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მე რომ თვითიზოლაციაში გადავიდე, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?

საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას, ჩვენც, მეც და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს ეკეთა პირბადე, მათ შორის ქალბატონ წილოსანსაც. ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზე მაღალი, უმაღლესი, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, რომლებთანაც გუშინაც მქონდა, როდესაც დავბრუნდი დასავლეთ საქართველოდან და დღესაც, მე მაინც წავედი და ტესტი გავიკეთე, რომელიც იყო უარყოფითი. 

ახლა თქვენ რა გინდათ? პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? აქ ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ?

ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გადავიდა ის თვითიზოლაციაში მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატს ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები