ეკონომიკა

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირდა

Getty Images

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.

იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირდა:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 14.1%-ით
  • მსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 37.3%-ით
  • ფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 24.9%-ით
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 5.8%-ით
  • სპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 10.8%-ით
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 16.9%-ით
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი 
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 49.6%-ით
  • ოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 29.5%-ით
  • აზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 21%-ით

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).

რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).

 

 

კომენტარები