საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.
იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა
ექსპორტმა, რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1 720.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.