არჩევნები 2020

გეგელია: მე ვარ პოლიტიკოსი, რომელიც ასრულებს სიტყვას – გადმოვხტი!

რუსთავში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა. 

გადმოხტომა გეგელიამ გუშინ, 18 ოქტომბერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დააანონსა. 

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა გადმოხტომის შემდეგ აღნიშნა, დაცული გარემო და სპორტული ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ის საქართველოს პარლამენტში ამ პოლიტიკის დასაცავად იბრძოლებს. 

"დაცული გარემო, სპორტული ცხოვრება, ახალგაზრდული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორმა პოლიტიკამ და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ თავისი სწორი ეფექტი უნდა შეასრულოს ამ მიმართულებით. ამიტომ, მე მინდა რუსთავში და მთელს საქართველოში ყველას ყურადღება მივაქციო ამ პრობლემებისადმი და ვთქვა, რომ წელს, რამდენიმე კვირაში მე ვიბრძოლებ საქართველოს პარლამენტში აი, ამ პოლიტიკის დასაცავად და ამ ადამიანების გასაძლიერებლად და ჩვენი კულტურული თუ სოციალური გარემოს გასახალისებლად". – თქვა გეგელიამ. 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

კომენტარები