ეკონომიკა

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი — საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.

იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი - 1.124 მლნ. აშშ დოლარი (13.8%)
  • რუსეთი - 934.6 მლნ. აშშ დოლარი (11.5%)
  • ჩინეთი - 864.9 მლნ. აშშ დოლარი (10.7%)
  • აზერბაიჯანი - 670 მლნ. აშშ დოლარი (8.3%)
  • სომხეთი - 465.5 მლნ. აშშ დოლარი (5.7%)
  • აშშ - 460.4 მლნ. აშშ დოლარი (5.7%)
  • უკრაინა - 417.3 მლნ. აშშ დოლარი (5.1%)
  • გერმანია - 312.5 მლნ. აშშ დოლარი (3.8%)
  • ბულგარეთი - 311.8 მლნ. აშშ დოლარი (3.8%)
  • იტალია - 152.6 მლნ. აშშ დოლარი (1.9%)

2020 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).

რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები