კორონავირუსი საქართველოში

Covid 19 – საქართველოში მლნ მოსახლეზე 1 დღეში მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ვიდრე იტალიასა და აშშ-ში

DW

“კორონავირუსის Მეორე ტალღა უკვე დაწყებულია” - ეს სიტყვები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისგან რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. გაზაფხულისგან განსხვავებით, საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები არათუ ასს, არამედ, უკვე ათასს გადაცდა.

იმატებს ლეტალური შემთხვევებიც - 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე საშუალოდ ორი გარდაცვლილია.

Საყურადღებოა, რომ ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც ინფიცირების მაჩვენებლით უკვე თვეებია, "მოწინავეები" არიან. 

Მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 ოქტომბერს 638 ადამიანი გარდაიცვალა - მოსახლეობასთან შეფარდებით, ეს მილიონ მოსახლეზე 1.9 გარდაცვლილია.

ინდოეთი - გარდაიცვალა 638 პაციენტი, მილიონ მოსახლეზე 0.75;

Რუსეთი - გარდაიცვალა 279 ადამიანი, მილიონ მოსახლეზე 1.9;

ესპანეთი - გარდაიცვალა 22 ადამიანი (16 ოქტომბრის შემდეგ მონაცემი არ განუახლებიათ), მილიონ მოსახლეზე 0.47 ადამიანი;

საფრანგეთი - გარდაიცვალა 89 პაციენტი, მილიონ მოსახლეზე 1.36;

პერუ - გარდაიცვალა 54 ადამიანი, მილიონ მოსახლეზე 1.63;

მექსიკა - გარდაიცვალა 187 ადამიანი, მილიონ მოსახლეზე 1.45;

იტალია - გარდაიცვალა 47 ადამიანი, მილიონ მოსახლეზე 0.8;

გერმანია - გარდაიცვალა 17 ადამიანი, მილიონ მოსახლეზე 0.2;

თურქეთი - გარდაიცვალა 71 ადამიანი, მილიონ მოსახლეზე 0.8;

Რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში გასულ 24 საათში 1192 ფაქტი აღირიცხა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 299 პაციენტია.

Ამერიკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 163-ია, Ინდოეთის - 44, Ბრაზილიის - 107, რუსეთის - 102, არგენტინის 298, კოლუმბიის - 137, პერუს - 94, იტალიის - 182, მექსიკის 52, გერმანიის - 55, დიდი ბრიტანეთის - 237, თურქეთის - 20.

Ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მაგალითად, ლატვიაში 17 ოქტომბერს ერთ მილიონ მოსახლეზე 31 ადამიანი დაინფიცირდა, 0.5 გარდაიცვალა, ლიტვაში - 93 დაინფიცირდა, 0 - გარდაიცვალა, ესტონეთში - 20 დაინფიცირდა, 0 გარდაიცვალა.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველომ საზღვრები არ გაუხსნა მათი კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, გასულ 24 საათში პოლონეთში მილიონ მოსახლეზე ინფიცირების 225 ფაქტი გამოვლინდა, 1.3 გარდაიცვალა, საბერძნეთში - მილიონ მოსახლეზე აღირიცხა დაავადების 44 შემთხვევა, მოსახლეობასთან შეფარდებით - 0.9 იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

კომენტარები