ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: COVID-19-ის 1 192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 – აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 192 შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 – აჭარაში, 211 – იმერეთში, 45 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 37 – შიდა ქართლში, 39 – ქვემო ქართლში, 18 – გურიაში, 14 – სამცხე-ჯავახეთში, 13 – მცხეთა-მთიანეთი, 11 – კახეთში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 8 პაციენტი.

18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები