ენმ-ის აქცია ბათუმში

გახარია: არჩევნები გავა, COVID-ს დავამარცხებთ, შვილების თვალებში ჩახედვის კი არ უნდა შეგვრცხვეს

არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით, ყველანაირი წესების დარღვევით მიაყენონ ჩრდილი ჩვენს გამარჯვებას [არჩევნებში]. ამიტომ, უნდა გავუძლოთ ყველაფერს, იმასაც უნდა გავუძლოთ, რაც მოხდა გუშინ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას. უფრო მეტიც, შენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ამასაც გავუმკვლავდებით, აქ მთავარი არის შემდეგი - არჩევნები გაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ, ეკონონიმიკურ კრიზისსაც დავამარცხებთ, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვისა მერე შეგვრცხვეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციას ბათუმში.

კომენტარები