ენმ-ის აქცია ბათუმში

კალაძე ენმ-ის აქციაზე: პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია

პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს "ფეხებზე ჰკიდიათ"? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი....დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი.

თბილისის მერი, კახა კალაძე, საკუთარ Facebook გვერდზე ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებთან შეხვედრასა და პარტიის მიერ აჭარის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ეხმაურება.

კომენტარები