აშშ-ჩინეთი

აშშ-ს მიერ ტიბეტის საკითხებზე წარმომადგენლის დანიშვნამ პეკინი გააბრაზა

Central Tibetian Administration

ტრამპის ადმინისტრაციამ ტიბეტის საკითხებზე მაღალი რანგის ადამიანის უფლებათა საკითხების ოფიციალური წარმომადგენელი დანიშნა, როგორც სპეციალური კოორდინატორი.

ამ ნაბიჯმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. პეკინი აშშ-ს ადანაშაულებს ტიბეტში დესტაბილიზაციისკენ მისწრაფებისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დააანონსა, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მუშაობის სახელმწიფო მდივნის დამხმარე რობერტ დესტრო დაიკავებს დამატებით თანამდებობას, რომელიც 2017 წლიდან ვაკანტურია. 

ჩინეთი უარს აცხადებდა და აცხადებს აშშ-ს კოორდინატორთან მუშაობაზე. აშშ-ს ქმედებებს ჩინეთი შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს. 

"ტიბეტის საქმეები არის ჩინეთის საშინაო საქმეები და გარედან ჩარევა დაუშვებელია". - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიენმა

პომპეოს განცხადებით, დესტრო "წინ გაუძღვება აშშ-ს საქმიანობას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დალაი ლამას ან მის წარმომადგენელს შორის პოლიტიკური დიალოგი წაახალისოს; დაიცვას ტიბეტის უნიკალური რელიგიური, კულტურული და ენობრივი იდენტობა; მოახდინოს ზეწოლა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებებს პატივი სცენ".

ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა, რასაც მოიხსენიებს "მშვიდობიან გათავისუფლებად", რითაც ტიბეტს "ფეოდალური" წარსულის გადაგდებაში დაეხმარა. პეკინს ტიბეტში კულტურული გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებენ. 

ივლისში პომპეოს განცხადებით, აშშ ზოგიერთ ჩინელ მაღალჩინოსანს, რომელიც ჩართულია ტიბეტში დიპლომატიური წვდომის დაბლოკვაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში, ვიზებზე შეზღუდვები დაუწესეს. ვაშინგტონი ტიბეტის "არსებით ავტონომიას"მხარს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დალაი ლამას არ შეხვედრია.

კომენტარები