საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს: არასწორია, ყურმოკვრით დადო ადამიანს ბრალი სამშობლოს ღალატში

დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს ბრალი დადო სამშობლოს ღალატში, ეს არის ძალიან არასწორი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, თქვენ ნუ მოიქცევით ასე... დასაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და ეს არის კრიმინალური დანაშაული მხოლოდ.

პროკურატურას თავისი დასრულებული ძიება არ გამოუქვეყნებია ჯერ და არ გაუხდია საჯაროდ. თქვენ ცდილობთ ამის გაკეთებას ჟურნალისტები, რომ მოიპოვოთ მასალების ნაწილი და ამის მიხედვით დაარქვათ მოვლენებს სახელი. არ გამოვა ეს საქმე 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრების დაკავების საქმეზე ჟურნალისტებს მიმართავს. პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართულ მოქმედებას ედავება. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა".

კომენტარები