თქვენ გინახავთ ეს რუკა? ვის უნახავთ პირადად ეს რუკა? ვინმეს გინახავთ? პირადად არავის. მაგას გეუბნებით, ნახეთ ეს რუკა, გარეჯა საერთოდ არ არის ამ რუკაზე, კითხვის ნიშანი გარეჯაზე არ ისმის საერთოდ. ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. მე გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს, ნახეთ, არსად არ არის გარეჯაზე ლაპარაკი ამ რუკებზე. რა თქმა უნდა, არის დემარკაციის საკითხი, გადაწევა-გადმოწევის საკითხი... ეს არის პრობლემური საკითხი. ნახეთ ეს რუკები აუცილებლად, თუ შეიძლება, ვინმემ გამოაქვეყნოს ეს რუკა, ვისაც ნანახი აქვს, მე იმაზე დაყრდნობით გეუბნებით, გარეჯას საკითხი საერთოდ არ არის იმ რუკაზე მონიშნული
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი
მეუფე ნიკოლოზი: თქვენ გინახავთ ის რუკა? გარეჯაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის
tbl.ge/55cs
დაკოპირდა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ედავება.
ამავე თემაზე
- ადვოკატი: დავით ხიდაშელის ინტერვიუ მის ჩვენებას ეწინააღმდეგება
- მეუფე ნიკოლოზი: გაუგებარია, მაინცდამაინც არჩევნებამდე 2 კვირით ადრე რატომ გააქტიურდა ეს თემა
- მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს: არასწორია, ყურმოკვრით დადო ადამიანს ბრალი სამშობლოს ღალატში
- აზერბაიჯანში საქართველოს კონსული: არ ვიცოდით, რომ კანონი დღეიდან ამოქმედდებოდა
- იმერლიშვილი: აზერბაიჯანი მათ კანონმდებლობასთან შეუსაბამო მანქანებს ზღუდავს