კინოსტუდია Disney-ის ხელმძღვანელმა, ბობ ჩაპეკმა კომპანიის მაშტაბურ რეორგანიზაციაზე ილაპარაკა. მთელი ძალები სტრიმინგ სერვისის, უფრო კონკრეტულად კი Disney+ პლატფორმის განვითარებაზე იქნება მიმართული.
"გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო არ მიგვიღია, პანდემიამ ყველაფერი დააჩქარა. Disney-ის საბოლოო მიზანი სრულიად ონლაინ სერვისზე გადასვლა ისედაც იყო. გეგმა დიდი ხნის წინ არის შემუშავებული, შექმნილია სამი ახალი ქვეგანყოფილება". – ამბობს ჩაპეკი.
ბოლო პერიოდში Disney-მ ონლაინ გამოუშვა ბლოკბასტერი Mulan-ი და ანიმაცია Soul-ი, აწი სულ უფრო ნაკლები პროექტი გამოვა კინოთეატრებში. ჩაპეკის თქმით, ცვლილებებს, შესაძლოა, საშტატო შემცირებაც მოჰყვეს.