უბედური შემთხვევა

ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, დაიღუპა 1 ადამიანი

ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. დაიღუპა 1 ადამიანი, ერთი პირი კი მძიმედაა დაშავებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

კომენტარები