დემი ლოვატო

დემი ლოვატო: ფილმი სახიფათო თამაშები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გარკვევაში დამეხმარა

Be Funky

ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ უკანასკნელ ინტერვიუში ფილმ სახიფათო თამაშების გავლენაზე და საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ილაპარაკა.

"იმაზე უფრო ადრეულ ასაკში ვნახე სახიფათო თამაშები, ვიდრე საჭიროა, მაგრამ საკუთარი ორიენტაციის გამორკვევაში ძალიან დამეხმარა. პარკის სცენის ნახვის მერე მივხვდი, რომ მსგავსი გამოცდილება მეც მინდოდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და მივხვდი რომ ქვიარი ვარ". – იხსენებს მომღერალი.

ლოვატოს მიერ ნახსენებ სცენაში სელმა ბლერისა და სარა მიშელ გელარის პერსონაჟები პარკში ერთმანეთს კოცნიან.

1999 წელს გადაღებულმა სახიფათო თამაშებმა თინეიჯერებში საკულტოს სტატუსი მალევე მოიპოვა. სურათში მთავარი როლები ახალგაზრდა მსახიობებმა - სარა მიშელ გელარმა, რაიან ფილიპიმ, რიზ უიზერსპუნმა და სელმა ბლერმა შეასრულეს.

მიმდინარე წლის ივლისში ლოვატომ საკუთარ თავი ქვიარად მოიხსენია.

 

კომენტარები