დემი ლოვატო

დემი ლოვატომ საკუთარი დაუმუშავებელი ფოტო დადო: "დავიღალე, რომ ჩემი სხეულის მრცხვენოდა"

ტაბულა

27 წლის მომღერალმა დემი ლოვატომ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა დაუმუშავებელი ფოტო, რომელშიც ის ბიკინიშია გამოწყობილი. 

ინსტაგრამ პოსტში, ლოვატო სილამაზის სტანდარტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე დიდი შიში, სწორედ ასეთი დაუფოტოშოპებელი სურათის გამოქვეყნება იყო, თუმცა ახლა ის ახალ ეტაპზე გადადის და აღარ აპირებს სურათების გაუთავებლად დამუშავებასა და მკაცრი დიეტების დაცვას. 

"ეს ჩემი ყველაზე დიდი შიშია. ჩემი დაუმუშავებელი ფოტო ბიკინიში. და აბა გამოიცანით - ეს ცელულიტია!!!! მე მართლაც ძალიან დავიღალე, რომ ჩემი სხეულის მრცხვენია და მისი დამუშავება მჭირდება (დიახ სხვა სურათები ნამდვილად დამუშავებულია - და მძულს რომ ამას ვაკეთებდი, მაგრამ სიმართლეა), რომ სხვებმა სილამაზის თავიანთ სტანდარტებში ჩამსვან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ!" აღნიშნა მომღერალმა.

"მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ნაწილში საკუთარ თავთან უფრო აუთენტური ვიყო და არ ვეცადო ჩავჯდე ვიღაც სხვის სტანდარტებში“ ამბობს ლოვატო. "რაც უნდა იყოს, ეს მე ვარ, მიყვარს საკუთარი თავი და თქვენც უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავები!"

კომენტარები