დემი ლოვატო

დემი ლოვატომ ალკოჰოლიზმზე, ნარკოდამოკიდებულასა და სიფხიზლეზე ისაუბრა

People.com

დემი ლოვატომ ელენ დეჯენერესთან შოუში 6-წლიან სიფხიზლესა და შემდეგ ისევ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებისთან დაბრუნებაზე ისაუბრა.

მომღერალმა გაიხსენა, როგორ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა გამოფხიზლებულიყო.

"უნდა შევეჯახო იმ ფაქტს, რომ გამოფხიზლება 19 წლის ასაკში გადავწყვიტე. მაშინ, როდესაც ალკოჰოლის დალევაც კი არ იყო ჩემთვის ლეგალური. იმ დროს, მე მივიღე დახმარება, რომელიც მჭირდებოდა და მოვნახე გამოსავალი, რომელიც სიფხიზლე და მხოლოდ სიფხიზლე იყო. ჩემი მთელი გუნდი სწორად მომიდგა და ჩვენ ეს შევძელით და ამან დიდი ხანი იმუშავა", - თქვა მან.

დემი ლოვატოს თქმით, სიფხიზლე კვებითი აშლილობის პირობებში ძალიან რთული იყო და მას დამატებით პრობლემებს უჩენდა.

"წლებთან ერთად ეს [კვებითი აშლილობა] უარესი და უარესი გახდა, ხალხი ამოწმებდა ჩემს შეკვეთებს Starbucks-ში ბანკის ამონაწერების მიხედვით. მსგავსმა ფაქტებმა მე ძალიან უბედური გამხადა. ჩემი ბულემია ძალიან ცუდი იყო და მე დახმარება ვითხოვე, თუმცა ისეთი ვერ მივიღე, როგორიც მჭირდებოდა. და გავიჭედე ასეთ უბედურ სიტუაციაში. ფხიზელი ვიყავი და ვფიქრობდი - "6 წელია ფხიზელი ვარ, თუმცა საშინლად ვარ. უფრო ცუდად ვარ, ვიდრე სმის დროს ვიყავი. რატომ ვარ ფხიზელი?", - გაიხსენა მომღერალმა.

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ დემი ლოვატომ თავისი გუნდის წევრებს აცნობა, მისი თქმით, მათ უპასუხეს, რომ დალევის დაწყება მისი მხრიდან "ეგოისტური" ქცევა იქნებოდა.

"ჩემი ძირეული პრობლემები იქიდან იწყება, როდესაც ბავშვობაში მამა მივატოვეთ. ის დამოკიდებული იყო, ალკოჰოლიკი. ჩვენ მისი დატოვება მოგვიწია და მე ეს მკაფიო სურათებად მახსოვს. ამიტომ, როდესაც მათ [გუნდმა] დამტოვეს, ზუსტად ამ შიშებზე ითამაშეს და მე სრულებით მიტოვებულად ვიგრძენი თავი. ამიტომ დავლიე. იმავე ღამეს წვეულებაზე წავედი და იქ სხვა რაღაცების იყო. აქედან სამ თვეში ზედოზირებით საავადმყოფოში მოვხვდი", - თქვა მან.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება პირველი ნაბიჯი იყო გამოკეთებისკენ.

"მე გადაწყვეტილებები მივიღე და ამიტომ ვარ დღეს იქ, სადაც ვარ", - თქვა დემი ლოვატომ.

დემი ლოვატო 2018 წლის, 25 ივლისს ჰეროინის ზედოზირებისგან საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც 12-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ეს სწორედ მომღერლის 6-წლიანი სიფხიზლის შემდეგ მოხდა.

27 წლის მომღერალი წლების განმავლობაში ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას მკურნალობდა. 2017 წელს მან თქვა, რომ სიფხიზლის 6 წელი აღნიშნა. თუმცა 2018 წლის ივნისში მან სიმღერა Sober გამოუშვა, სადაც ის ამბობს, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები