ლიტვა

ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო

AP

კვირას, 11 ოქტომბერს, ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობა სეიმის 141 წევრს ირჩევს. არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერსაა დანიშნული იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ლიტვის ფერმერები და მწვანეთა კავშირი, პარტიები, რომლებიც ახლა კოალიციური მთავრობის ლიდერები არიან, მცირედით უსწრებენ წინ ოპოზიციურ პარტიებს, კონსერვატორულ სამშობლოს კავშირი - ლიტვის ქრისტიან დემოკრატებსსოციალ-დემოკრატიულ პარტიას, პოპულისტ მუშათა პარტიასა და მემარჯვენე-ცენტრისტ ლიბერალურ მოძრაობას.

წინასაარჩევნო ვარაუდებით - 5%-იან ბარიერს 5-6 პარტია გადალახავს, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე პარტიამ ხმათა 20%-ზე მეტი მოიპოვოს.

კორონავირუსების შემთხვევების რაოდენობის ზრდამ და ახლად დაწესებულმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, ამომრჩეველთა აქტიურობაზე იქონიოს გავლენა. ქვეყანაში 2.4 რეგისტრირებული ამომრჩევლია. ლიტვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა 7.3%-მა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, წინასწარი ხმის მიცემით.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ, პანდემიასთან დაკავშირებულმა უმუშევრობის დონის ზრდამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობაში სამთავრობო კოალიციის კრიტიკა გამოიწვია.

ლიტველების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება პანდემიით შექმნილ გამოწვევებს. უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც თებერვალში 7% იყო, ოქტომბრისთვის 14%-მდე გაიზარდა.

მმართველი კოალიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლიტვამ შედარებით მსუბუქად გადაიტანა პანდემია. ქვეყანაში სულ ინფექციის 5 963 გამოვლენილი შემთხვევაა, დაიღუპა 100 ადამიანი.

კომენტარები