მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა

meed.com

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 37 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსი 37 207 439 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ვირუსული ინფექციით 1 072 871 პირი გარდაიცვალა, ხოლო 25 877 083 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში აღირიცხა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში COVID 19 დაუდასტურდა 7 718 311 ადამიანს, მათგან 3 062 983 გამოჯანმრთელდა, ხოლო 214 376 გარდაიცვალა.

აშშ-ს შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად ინდოეთში გავრცელდა (7 053 806 დადასტურებული შემთხვევა). ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა (5 082 637 დადასტურებული შემთხვევა).

საქართველოში 11 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსი 11 794 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 6 323 გამოჯანმრთელდა, 85 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება.

კომენტარები