საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მეტროს სადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველაზე მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, მეტროს სადგურებზე სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველა მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, დღეს მატარებლები სადგურის მოედნიდან მეტროს სადგურ დელისამდე მოძრაობდნენ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის". – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები