კორონავირუსი აშშ-ში

იურული პერიოდის სამყაროს გადამღები ჯგუფი კორონავირუსის გამო კარანტინში მოხვდა

Kansas City Star

Jurassic World: Dominion-ის გადასაღებ მოედანზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი. ამის გამო გადაღებები შეჩერდა და ყველა ფილმზე მომუშავე კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას პროექტის რეჟისორი კოლინ ტრევოროუ ავრცელებს.

"გავიღვიძე და გავიგე, რომ გადასაღებ მოედანზე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი აქვს. ტესტები გავიკეთეთ, მაგრამ მიუხედავად უარყოფითი პასუხებისა, უსაფრთხოების პროტოკოლს არ დავარღვევთ და ორი კვირით შევჩერდებით". – წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში.

იურული პერიოდის სამყაროს მესამე ნაწილი 2022 წლის 10 ივნისს გამოვა.

 

კომენტარები