ილია ფილფანი

ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ

13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. დაკარგული მოზარდის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 

24 ივლისს, დაკარგული მოზარდის მამამ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა და ამისთვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო მზადება. მისივე თქმით, შვილთან "პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" ჰქონდა. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები