ილია ფილფანი

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ ილია ფილფანს მე-12 დღეა ეძებენ

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს, მე-12 დღეა ეძებენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უწყების ცნობით, 13 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. 

"ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში", - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.   

24 ივლისს, დაკარგული მოზარდის მამამ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა რომ, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა და ამისთვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო მზადება. მისივე თქმით, შვილთან "პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" ჰქონდა.

კომენტარები