ოჯახში ძალადობა

შსს: თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის 1971 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.  

უწყების ინფორმაციით, კაცმა ყოფილ ცოლს, 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი - მას სამედიცინო დახმარება უტარდება. 

მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები