კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: კიდევ კარგი, სეირნობისთვის დაგვაჯარიმეს, თორემ 500-ზე მეტი შემთხვევა გვექნებოდა

კიდევ კარგი იპოდრომზე სეირნობისთვის დაგვაჯარიმეს, თორემ ხომ იქნებოდა ახლა დღეში 500-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.

გირჩისა და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში ახალი კორონავირუსის მზარდ შემთხვევებს ფეისბუკზე გამოეხმაურა. გირჩის მომხრეებმა აპრილში იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო მსვლელობა გამართეს, რომლის გამოც რამდენიმე მათგანი საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა.

კომენტარები