არჩევნები 2020

დეგნანი: გულდასაწყვეტია ის ინციდენტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ხდება საქართველოში

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ინციდენტები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება წინასაარჩევნოდ, ლახავს საქართველოს რეპუტაციას და დემოკრატიულ არჩევნებში ძალადობა მიუღებელია.

"ძალიან გულდასაწყვეტია ინფორმაციის გაგება იმ ინციდენტების შესახებ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება მთელ საქართველოში. მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები უყურადღებოდ არ დარჩეს.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არცერთი არჩევნების დრო არაა მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა, ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს." - ამბობს დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, მარნეულში, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, როცა ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო, როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

 

კომენტარები