ეკონომიკა

ჩაი, თევზეული, ზეთი, პური - პროდუქტები, რომელიც ბოლო 1 წელში ყველაზე მეტად გაძვირდა

Reuters

საქსტატმა სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, 3.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის კვლავ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს და 5.2%-ს შეადგენს.

აგვისტოსთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0.5%-ით გაიზარდა, 1%-ით გაიზარდა ფასები ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს პროდუქციის ჯგუფში, 2.4%-ით გაიზარდა ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, 1.8%-ით ჯანდაცვის ჯგუფის ფასები. 

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქციის ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჩაი და კაკაო - 14.4%;
  • თევზეული - 11.7%;
  • ზეთი და ცხიმი - 11.1%;
  • პური და პურპროდუქტები  - 8.7%;
  • ხილი - 8.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 6.1%;
  • ხორცი და ხორცპროდუქტები -  5.7%;
  • უალკოჰოლო სასმელები, წყლები და წვენები - 5.1%;
  • შაქარი და სხვა ტკბილეული - 4.1%

ამასთანავე, 7.5%-ით გაიზარდა ფასები  ჯანდაცვის მომსახურებაზე, თამბაქოს ნაწარმზე ფასები 13.3%-ით გაიზარდა, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე 5.1%-ით. 

კომენტარები