შაია ლებეფი

შაია ლებეფი ხულიგნობასა და წვრილმან ქურდობაშია ბრალდებული

Fox News

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ შაია ლებეფს ბრალდება წარუდგინა. 34 წლის მსახიობს ხულიგნობა და წვრილმანი ქურდობა ედება ბრალად.

ტრანსფორმერების ვარსკვლავმა ადამიანთან სახელად ტაილერ მერფი იჩხუბა და დაზარალებულს ქუდი მოპარა. როდის გაიმართება სასამართლო, ამ ეტაპზე უცნობია. 

ლებეფს კანონთან პრობლემები ადრეც ჰქონია. 2014 წელს ნიუ-იორკის პოლიციამ მსახიობი ხულიგნობაში ბრალდებით დააკავა. 2017 წელს იმავე ბრალდებით ლებეფი ჯორჯიის შტატში, ქალაქ სავანის პოლიციამ დააპატიმრა. 

კომენტარები