კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: აჭარაში პანიკა აღარაა, ხალხმა დაიჯერა, რომ ბინაზე მართვა მიმდინარეობს კარგად

აჭარაში ოდნავ გამოჩნდა უკვე სტაბილიზაციის ელემენტი, ყველაზე კარგი გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები იზრდება, შემთხვევების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვქონდა პირველ დღეებში, ეს პოზიტივია.

ამავე დროს, არავითარი პანიკა უკვე არ არის - მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების სახლში მართვა მიმდინარეობს კარგად, პირველადი ჯანდაცვის ექიმები უვლიან ამ ადამიანებს, არის მათთან სატელეფონო თუ პირადი კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში ბინაზე 1100 მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები