გორი

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან ოთხი წლის გოგონა და მისი ბებია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები