არჩევნები 2020

თალაკვაძე: ოცნების ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს. არავის მივცემთ საშუალებას, კონსტრუქციული საარჩევნო გარემო და ის პოზიტიური საარჩევო კამპანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს ამ დემოკრატიულ მიღწევას. ეს არის ჩვენი, ჩვენი მოქალაქეების და მეგობრების საერთო ნება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ძალიან პრინციპული პოზიცია ააქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მსურს, გითხრათ, სამართალდამცავებს აქვთ სრული საკანონმდებლო და სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რათა მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია და თითოეულ მათგანზე რეაგირება. „ქართული ოცნების“ ინტერესებში არასდროს ყოფილა და „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა. ჩვენი მიზანი და ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. 29 სექტემბერს მარნეულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები