ხელისუფლებამ დაიწყო ძალადობის ტალღის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მარნეულში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამის კარგი მაგალითია, ჟუნრალისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, მათ შორის, ადგილზე ქართული ოცნების მაღალჩინოსნების უშუალო მონაწილეობით და კიდევ ვინმეს თუ დაიჭერენ ოპოზიციიდან, ნამდვილად არ გაგვიკვირდება, მიჩვეულები ვართ ამას.
მაგრამ, ეს ყველაფერი ერთი თვის ვადაშია, როდესაც ოცნება დამარცხდება, ეს ყველაფერი შეწყდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, პოლიტიკური მიზნებისთვის, აუცილებლად დაისჯება. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ არავის შერჩება ასეთი ტიპის ძალადობა. ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანაა, ამ არჩევნებით დადგეს ისეთი ცვლილებები, რომ აღარასდროს იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის, არც ძალადობა, არც ადმინისტრაციული რესურსი და მითუმეტეს, არ ხდებოდეს შეტევა პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჟურნალისტებზე.