ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ისგან გარდაცვლილი 39-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

moh.gov.ge

ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილი 39-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეს დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტის კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 796 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები