ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა.

2020 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ვარდნა 5.6% იყო. კლება დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი საქმიანობისა. აგვისტოში შემცირდა საგარეო ვაჭრობის მოცულობაც, მათ შორის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 14.7%-ით არის შემცირებული ექსპორტი და 17%-ით არის შემცირებული იმპორტი.

7.4%-ით შემცირდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა რიცხვი. მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდა თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი, ზრდა - 5.1%;
  • თებერვალი, ზრდა - 2.2%;
  • მარტი, კლება - 2.7%;
  • აპრილი, კლება - 13.5%;
  • მაისი, კლება - 16.6%;
  • ივნისი, კლება - 7.7%;
  • ივლისი, კლება - 5.5%;
  • აგვისტო, კლება - 5.3%

კომენტარები