დაპირისპირება მარნეულში

შსს: დავიწყეთ გამოძიება, როგორც ძალადობის, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე

მთავარი

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლაშა გოგნიაშვილმა თქვა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მთავარის და პირველი არხის თანამშრომლებზე თავდასხმაზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე, დაკავების მიზნით". – აცხადებს გოგნიაშვილი. 

29 სექტემბერს საღამოს მარნეულში ვითარება დაიძაბა, როდესაც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, სავარაუდოდ, საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტებამ გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ენმ-ს მხარდამჭერი და საარჩევნო კომისიის წევრი, ლაშა ქველიძე. ქველიძის თქმით, მათ თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. 

თავს დაესხნენ მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

მარნეულში დაპირისპირება დღისითაც მოხდა. ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ თანამშრომელს სცემეს. დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებას ქართული ოცნების პროვოკაციას უწოდებს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

კომენტარები