მე მინდა, გითხრათ, რომ მე ყოველთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიყავი და დამოუკიდებელი პიროვნება ვიყავი. დამოუკიდებლად მოვედი პოლიტიკაში პარტიების დახმარების გარეშე, საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით. 2008 წლამდე არცერთ ფრაქციაშიც არ ვყოფილვარ, ალბათ, ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, რომელიც უფრაქციოდ დავრჩი. ჩემი მაღალი რეიტინგის გამო შემომთავაზეს ნაციონალური მოძრაობიდან კენჭისყრა 2008 წელს, მაშინ 95%-მდე ავიღე დმანისის მუნიციპალიტეტში. ყოველთვის პარტიები მოდიოდნენ ჩემთან და მე პარტიებთან არ მივდიოდი რაღაც თხოვნებით, იმის გამო, რომ ყოველთვის მაღალი რეიტინგი მქონდა და გარანტირებულად ვიმარჯვებდი იმ მუნიციპალიტეტებში, საიდანაც ვიყრიდი კენჭს. ეს ერთი, მეორე, ახლა ხშირად იძახიან, რომ კახა ოქრიაშვილი ერთი პარტიიდან მეორეში გადავიდა და ახლა მეორედან... პარტიული არასდროს ვყოფილვარ და ბოდიში სლენგისთვის, სუ მეკიდა ყოველთვის ყველა პარტია. ახლა უკვე ვეღარ ვიტყვი ამას, იმიტომ, რომ ორი თვეა პარტიული გავხდი, მე და ცეზარ ჩოჩელმა ჩვენი პარტია დავაფუძნეთ "პროგრესი და თავისუფლება".
tbl.ge/542c
დაკოპირდა
ამბობს ტვ პირველის ეთერში კახა ოქრიაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადასული დეპუტატი, რომელიც დღეს კენჭს ძალა ერთობაშიას სახელით იყრის.
კახა ოქრიაშვილიქართული ოცნებაენმერთიანი ნაციონალური მოძრაობაძალა ერთობაშიაარჩევნები 2020ძალა ერთობაშია 2020
ამავე თემაზე
- ბარამიძე: ძალა ერთობაშიამ პრემიერის და ჩარკვიანის კანდიდატურები ჩვენს ზურგს უკან დაასახელა
- სააკაშვილი: ოპოზიციურ გაერთიანებაში გადამწყვეტი როლი ნაციონალურ მოძრაობას აქვს
- ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია ხვალიდან უწყვეტ აქციებს იწყებს
- ვაშაძე: მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
- ძალა ერთობაშია ვანო მერაბიშვილის ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს