საგარეო ვალი

2020 წლის მეორე კვარტალში საგარეო ვალი 435 მლნ დოლარით გაიზარდა

Reuters

საქართველოს ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 30 ივნისის მდგომარეობით კი მთლიანმა საგარეო ვალმა 18.8 მლრდ აშშ დოლარი (57.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5 პროცენტია.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (25.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 49.2 პროცენტია, საბანკო სექტორის საგარეო ვალი კი 4.4 მლრდ აშშ დოლარია.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.9 მლრდ აშშ დოლარი (33.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.9 პროცენტია.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს, 2020 წლის მეორე კვარტალში სებ-ის საგარეო ვალი 3.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა კი 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, მიუხედავად ამისა, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომენტარები