ავიაკატასტროფა ხარკოვთან

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავ Antonov-26-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაჟინებით მოითხოვა, რომ ავიკატასტროფის მიზეზი გამოიძიონ. 

თვითმფრინავში სულ 27 ადამიანი იყო - 7 ეკიპაჟის წევრი და 20 ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის სტუდენტი, კადეტი. მხოლოდ ერთი კადეტი გადარჩა.

"გუშინ საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ძვირფასი ვაჟი დაკარგა," - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

უკრაინის სუს-ში განაცხადეს, რომ მას შემდეგ რაც თვითმფრინავის მარცხენა ძრავის უკმარისობის გამო ეკიპაჟის წევრმა თვითმფრინავის დასმა ითხოვა, 5 წუთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე იპოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

თვითმფრინავი სამხედრო აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა, ხარკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ჩუხუივში. კადეტები საწვრთნელ ფრენაზე იყვნენ. 

კომენტარები