არჩევნები 2020

გუბაზ სანიკიძე: მიშა არის სრულყოფილი პოლიტიკოსი, მისი თანაშემწე ვარ

მე ვარ მიშას თანაშემწე, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ სააკაშვილს აქვს ის ენერგია, ის ნიჭი, ის გამოცდილება - ცუდი და კარგი, ორივე. სააკაშვილი არის სრულყოფილი პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ მას გამარჯვებებიც უნახავს, წარმატებებიც უნახავს, მარცხიც ნახა, წარუმატებლობაც ნახა და ფეხზე დარჩა მაინც, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც დამარცხების პირობებში გაცამტვერების გზაზე დგებიან.

გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები